„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 16. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე უფლების რეგისტრაცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე (მათ შორის, მშენებარე შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამშენებლო დოკუმენტაციის, ხოლო მშენებლობის დასრულებისას – შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული ლეგალიზებულია ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა.

2.(ამოღებულია - 26.03.2024, №993).

3.(ამოღებულია - 26.03.2024, №993).

4.თუ უფლების დამდგენი დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ცალკეულ უფლების ობიექტს, რეგისტრაცია წარმოებს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე.

5.​ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მრავალბინიან უძრავ ნივთზე არსებული ჩანაწერებისა და უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული ჯამური ფართების შეუსაბამობის შემთხვევაში, უძრავი ნივთის საერთო სარეგისტრაციო ფართობი დგინდება მესაკუთრეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე.

6.თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.

7.თუ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენს საერთო შესასვლელის მქონე სხვადასხვა სართულზე მდებარე ერთ სისტემაში გაერთიანებულ ფართს, მასზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ერთი უფლების ობიექტის რეგისტრაციის წესით.

8.(ამოღებულია - 26.03.2024, №993).

9.(ამოღებულია - 26.03.2024, №993).

10.მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) რეგისტრაციის შედეგად იცვლება ამ შენობა-ნაგებობის ყველა ერთეულის რეგისტრირებული მონაცემებიც.

11.მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაში მდებარე ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) რეგისტრირდება იმ პირის საკუთრების უფლება, რომელიც აღნიშნულია უძრავი ნივთის ლეგალიზების აქტში და საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის არ მოითხოვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილება ლეგალიზებული უძრავი ნივთის დაინტერესებული პირისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

12.თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია, რომ სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლებით დატვირთულია მთელი შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული, კონკრეტული ფართის მითითების გარეშე და სარეგისტრაციოდ წარდგენილია ამ ნივთთან არსებითად დაკავშირებულ ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) ლეგალიზების აქტი, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ვრცელდება ლეგალიზების შედეგად მიღებულ მთლიან ფართზე. სხვა შემთხვევაში, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ლეგალიზებულ ფართზე არ ვრცელდება.

13.თუ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული დატვირთულია სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლებით და მოთხოვნილია ფართის დაზუსტება, რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლება ვრცელდება მთელ დაზუსტებულ ფართზე. თუ შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართის დაზუსტების შედეგად ფართი მცირდება, რეგისტრაცია წარმოებს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული სანივთო ან/და ვალდებულებითი უფლების მქონე პირის თანხმობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №993 - ვებგვერდი, 26.03.2024 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15⁶121147⁵13128733386¹6 (და…16
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა