1.მოტყუების, არასწორი ან არასრულყოფილი მოქმედების თავიდან აცილების მიზნით, რეგისტრატორი იძლევა მითითებას სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით ან მის გარეშე. რეგისტრატორს შეუძლია გასცეს ასეთი მითითება მას შემდეგ, რაც გაეცნობა იმ პირთა მიერ მიცემულ მტკიცებებს, რომელთა ინფორმაციასაც მიიჩნევს სარწმუნოდ. ეს შეზღუდვა კრძალავს ან ზღუდავს გარიგებებს კონკრეტულ ქონებაზე.
2.შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს: ა) გარკვეული პერიოდის განმავლობაში; ბ) გარკვეული მოვლენის განხორციელებამდე; გ) ახალი მითითების მიღებამდე.
3.რეგისტრატორი გასცემს მითითებას შეზღუდვაზე იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებულია, რომ მფლობელის უფლება უძრავი ქონების განკარგვაზე შეზღუდულია. შეზღუდვის თაობაზე ჩანაწერი ეცნობება მესაკუთრეს ან მფლობელს.

