Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებმუხლი 29

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 29. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025
თემები:პროფესიული ლიცენზირებაენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

2.მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3.რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

4.მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა. 2. მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ. 3. რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა. 4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობა. მუხლი 30. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო. 2. კონკრეტულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად, მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმება რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება ან/და დაცულობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 15 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2023 – 2 ოქტ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დიაგნოსტიკის ცენტრის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირთვული რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 დეკ. 2025 · №2

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 28ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციაზე, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარი და გასაჩივრების უფლება
  • 30ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება
  • 23ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 59სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
  • 59²ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 38²სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 11სალიცენზიო
  • 8ლიცენზიის

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 20ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 34სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2034321638²5959²11828302329
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს აღმასრულებ…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 დეკ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026