1.თუ პირი არ ეთანხმება რეგისტრატორის გადაწყვეტილებას, მითითებას, განსაზღვრას ან მთავარი რეგისტრატორის წინაშე საკითხის წარდგენას, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა აცნობოს რეგისტრატორს თავისი გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრის თაობაზე.
2.სარჩელის აღძვრის შესახებ შეტყობინებისთანავე რეგისტრატორი ამზადებს და უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქმესთან დაკავშირებულ მოკლე ანგარიშს და ურთავს მას მთავარი რეგისტრატორის და მოსარჩელის, აგრეთვე საჩივართან დაკავშირებული ყველა სხვა პირის შესახებ ინფორმაციებს.
3.როდესაც მომჩივანი მხარე მოითხოვს რეგისტრატორისაგან საქმის სასამართლოში გადაცემას, იგი რეგისტრატორთან ადეპონირებს საჭირო ოდენობის თანხას, რათა დაიფაროს დოკუმენტების მომზადების ხარჯები. თავი X მოსაკრებელი, რეგისტრაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

