Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 184

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 184. სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:კომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.

2.სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.

4.თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

5.ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.

6.ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

წინა მუხლი 183შემდეგი მუხლი 185

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო უწყებების ჩაბარება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 183მუხლი 46მუხლი 78

მიუთითებენ მასზე

მუხლი 59მუხლი 275მუხლი 450

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 201მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)
  • 449მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისათვის გადაგზავნა
  • 448სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁸დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება
  • 21¹⁰⁴სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა
  • 13მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 80უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 46კრედიტორის მიერ შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია

კონკურენციის შესახებ

  • 20¹კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 278განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა
  • 216განაჩენის ასლების გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8021¹⁰⁸21¹⁰⁴1326818346785927545020144944846184
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025