ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 29¹. მუნიციპალიტეტი და მართვის ტერიტორიული ორგანო

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რაიონის ტერიტორიაზე თვითმმართველობის ერთეულების გაერთიანების საფუძველზე იქნება მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები), რომლის შესაბამის ორგანოებსაც ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემათ რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი.

2.თემში შემავალ სოფლებში, ქალაქსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას მართვის ტერიტორიული ორგანო (მართვის ტერიტორიული ორგანოები), რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). მართვის ტერიტორიული ორგანოს დებულებას მისი წარდგინებით ამტკიცებს გამგეობა (მთავრობა). საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19267674752315126235522429¹
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…დასაქმების ხელშეწყობის…