1.საკრებულოსა და გამგეობის (მერიის) საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აპარატი. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
2.აპარატის სტრუქტურას აპარატის უფროსის წარდგინებით და გამგებელთან (მერთან) შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
3.აპარატის თანამშრომლებს – აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელი (მერი). საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

