1.ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას; ბ) კონკურსის წესით შესავსები პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; დ) პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს; ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ; ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას; ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ; თ) შესაბამისი საკონკურსო კომისიის მისამართს; ი) ღია და დახურული კონკურსის ეტაპებს; კ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.
2.შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.
