სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 30. მიუკერძოებლობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით.

2.დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით.

3.სოციალური მუშაკი მისი დამსაქმებლის წინაშე აყენებს თვითაცილების საკითხს, თუ არსებობს გარემოება, რომელიც სოციალურ მუშაკს ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოს თვითაცილების მიზეზი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მესამე პირს უფლება აქვს, სოციალური მუშაკის დამსაქმებლის წინაშე დააყენოს მისი აცილების საკითხი.

5.სოციალური მუშაკის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი დამსაქმებელი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით. 2. დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. 3. სოციალური მუშაკი მისი დამსაქმებლის წინაშე აყენებს თვითაცილების საკითხს, თუ არსებობს გარემოება, რომელიც სოციალურ მუშაკს ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოს თვითაცილების მიზეზი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მესამე პირს უფლება აქვს, სოციალური მუშაკის დამსაქმებლის წინაშე დააყენოს მისი აცილების საკითხი. 5. სოციალური მუშაკის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი დამსაქმებელი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8224512222945118509810130
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…დასაქმების ხელშეწყობის…შრომის უსაფრთხოების შე…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა