Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიმუხლი 135

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 135. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 20 000 ლარის ოდენობით. [ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 20 000 ლარის ოდენობით; ( ამოქმედდეს 2026 წლის  1  სექტემბრიდან) ] ბ) ქალაქში: ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 1 000 ლარის ოდენობით; ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 2 000 ლარის ოდენობით; გ) დაბაში ან სოფელში: გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 200 ლარის ოდენობით; გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით.

1¹.მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში (გარდა ამ მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით; ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.

1².თუ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 200 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ ნაწილის მიზნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებად და სარეაბილიტაციო სამუშაოებად ითვლება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოები.

2.ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს ამ კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული პირი.

2.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) .

3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეპუნქტებში აღნიშნული ტერიტორია იმავდროულად არ შედის იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაში. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5967 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3436 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3898 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3897 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 11 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 ოქტ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 134შემდეგი მუხლი 136

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 118

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 132სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა
  • 136მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
  • 131უნებართვო მშენებლობა საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრ

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 26მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება
  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 23სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 50მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება
  • 51მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
  • 49მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 67ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა
  • 152³სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანება
  • 64¹დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67152³64¹262523505149118132136131135
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…ტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026