Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 152³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 152³. სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეზოს, სკვერის, ქუჩის ან მოედნის თვითნებური გადათხრა, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად მისი თვითნებური დაზიანება ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით თვითნებური ჩახერგვა, გადათხრის ადგილის, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოების შედეგად დაზიანების ადგილის ან/და სამშენებლო ან სარემონტო მასალით ჩახერგვის ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე, თვითნებური მიტოვება ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებისთვის სათანადო სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობის დარღვევა/შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში მისი ჩადენის შედეგის აღმოუფხვრელობა ან აღნიშნული შედეგის მისი აღმოუფხვრელობის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 10 დღეში აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 6 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4464 – ვებგვერდი, 05.04.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №537 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23 ოქტ. 2023· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  2. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019
  3. 31 დეკ. 2018
  4. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018
  5. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018
  6. 26 სექ. 2018
  7. 30 ივლ. 2018
  8. 6 ივნ. 2018
  9. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  10. 13 მარ. 2016· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  11. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  12. 3 ნოე. 2011
  13. 6 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 22 ივნ. 2011
  14. 16 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011

    152³ მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას თბილისის ტერიტორიის დაზიანებისთვის სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოებისას, უფრო მაღალი ჯარიმებით დამცავ ზონაში და საურავის წესით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 152²შემდეგი მუხლი 152⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 14 ცვლილება · ბოლო 9 ოქტ. 2023
  • 12 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 150³ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა
  • 150¹მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა
  • 150²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 137¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს
  • 131უნებართვო მშენებლობა საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრ
  • 132სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 26მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება
  • 22¹უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
  • 27მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 52¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს
  • 43უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 259²კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
259²290150³150¹150²2622¹2752¹43137¹131132152³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სივრცის და…ტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026