საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 28. მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საფუძველი და ამ გეგმის ამოცანები

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2.მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა.

3.მუნიციპალიტეტების შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია შემუშავდეს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა. ამ შემთხვევაში მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება. 2. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა. 3. მუნიციპალიტეტების შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია შემუშავდეს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა. ამ შემთხვევაში მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13716161¹135 (და…9 (და…6 (და…3013732292022428
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სივრცის და…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…საქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა