ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 13. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თითოეული მუნიციპალიტეტი იღებს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლებელია მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შეიმუშაონ.

2.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმებს.

3.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. საჯარო განხილვებს აწყობს (აწყობენ) შესაბამისი მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები).

4.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას; ბ) შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს; გ) მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს; დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას; ე) მუნიციპალური ნარჩენების (მათ შორის, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების, სურსათის ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების) სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს; ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს; თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით არსებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; ი) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3551 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თითოეული მუნიციპალიტეტი იღებს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიან გეგმას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შესაძლებელია მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შეიმუშაონ. 2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას და ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმებს. 3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. საჯარო განხილვებს აწყობს (აწყობენ) შესაბამისი მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები). 4. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას; ბ) შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს; გ) მოსახლეობისგან შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს; დ) ნარჩენების დამუშავების საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას; ე) მუნიციპალური ნარჩენების (მათ შორის, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების, სურსათის ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების) სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; ვ) ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს; ზ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს; თ) ნარჩენების მართვის სფეროში სხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით არსებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას; ი) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3551 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12481614138 (და…5 (და…6 (და…9 (და…28303213
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…კომპანიის ნარჩენების მ…ნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა