პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2.საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

3.საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.

4.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52²28³52³86³86⁴86²16¹2 (და…123836937
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …სპეციალური პროფესიული …ეროვნული საკვალიფიკაცი…განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა