პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული.

3.საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უნდა მოიცავდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებს.

4.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. [ 4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო, გარდა ამ მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4¹.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვთ.

6.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული მომზადების პროგრამა/ პროფესიული გადამზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც დისტანციურად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ხორციელდება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4299 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1812 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. მე-9 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი სახის პროგრამები შეიძლება შეიცავდეს სამინისტროს დადგენილი წესითა და პირობებით დისტანციურად განხორციელებად კომპონენტებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸5752⁸47⁸47²7716¹2 (და…739151279
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…ზოგადი განათლების შესა…სპეციალური პროფესიული …უმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა