აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 93. ალტერნატიული წინადადება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრს.

2.კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე, ხოლო კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვისას ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

3.კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.

4.ალტერნატიული წინადადების, რომელსაც არ ეთანხმება ინიციატორი, უმაღლესი საბჭოს მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, ინიციატორს უფლება აქვს უარი თქვას კანონპროექტზე. ამ შემთხვევაში, კანონპროექტის ინიციატორი ხდება ალტერნატიული წინადადების ავტორის მიერ განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირი, ამ პირის თანხმობის შემთხვევაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
261131578777492899610410310093
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა