ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 13. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტი.

2.საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    ფარმაცევტული პროდუქტების განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანაზე უარის ბათილად ცნობა და ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ აქტის გა

    დავა შეეხებოდა სააგენტოს უარს საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტების განსხვავებული შეფუთვითა და სავაჭრო დასახელებით შეტყობინების წესით შემოტანაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ცნება და პროდუქტის იდენტურობის შეფასებისას გაითვალისწინა კომპანიების საერთო ეკონომიკური კავშირი. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ პროდუქტის შემდგომი რეგისტრაცია მოსარჩელეს შეტყობინების რეჟიმით სარგებლობის იურიდიულ ინტერესს არ უკარგავდა. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ბრძანება გაუქმდა და სააგენტოს პროდუქტის ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 15 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. რეგლამენტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებში უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისია კომიტეტით შეიცვალა; ტექსტიდან ამოღებულია ორგანოს სახელწოდების წინ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“.

  2. მე-13 მუხლში რეგლამენტის პროექტის წარმდგენთა წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა: ამოღებულია „დამატება“, გამეორებული სახელწოდებები და „ან/და“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1515¹91791872707812151613
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …ნორმატიული აქტების შეს…სახელმწიფო ენის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა