1.„სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2026 წლის 20 დეკემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.
2.ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობებზე.
3.ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ სანებართვო დოკუმენტაციაზე, რომელიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის წარდგენილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.
4.ამ წესის მოქმედება ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილში არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2019 წლის 3 ივნისამდე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 16.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 20.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №111 - ვებგვერდი, 29.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №489 - ვებგვერდი, 05.11.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის დადგენილება №315 - ვებგვერდი, 08.07.2026წ.

