1.2026 წლის 20 დეკემბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან პირს, თუ მას აქვს: ა) შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: ბ.ა) 5 წლის სტაჟი – III-IV კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ბ) 10 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.გ) 5 წლის სტაჟი – II კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.დ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ე) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ვ) 7 წლის სტაჟი – II-IV კლასების შენობა-ნაგებობის ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად; ბ.ზ) 7 წლის სტაჟი – III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად; ბ.თ) 10 წლის სტაჟი – IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.
2.I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ტექნიკური ზედამხედველობა დაუკვეთოს პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, ის თვითონ არის პასუხისმგებელი მშენებლობის პროცესში სამშენებლო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 16.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 აპრილის დადგენილება №271 – ვებგვერდი, 28.04.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №496 – ვებგვერდი, 20.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №111 - ვებგვერდი, 29.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №489 - ვებგვერდი, 05.11.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის დადგენილება №315 - ვებგვერდი, 08.07.2026წ.

