საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 80. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საქონელი საქართველოს საქონლად მიიჩნევა, ვიდრე არ დადგინდება მისი, როგორც უცხოური საქონლის, სტატუსი.

2.ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, ხდება საქონლისთვის საქართველოს საქონლის სტატუსის დადასტურება.

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში იმ საქონელს, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ ის მიღებულია დროებით შენახული საქონლისგან ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისგან.

4.საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის მინიჭების, დადასტურებისა და შემოწმების წესები, აგრეთვე ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საქონელი საქართველოს საქონლის სტატუსის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საქონელი საქართველოს საქონლად მიიჩნევა, ვიდრე არ დადგინდება მისი, როგორც უცხოური საქონლის, სტატუსი. 2. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, ხდება საქონლისთვის საქართველოს საქონლის სტატუსის დადასტურება. 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში იმ საქონელს, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არ აქვს საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ ის მიღებულია დროებით შენახული საქონლისგან ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისგან. 4. საქართველოს საქონლის საბაჟო სტატუსის მინიჭების, დადასტურებისა და შემოწმების წესები, აგრეთვე ცალკეული შემთხვევები, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საქონელი საქართველოს საქონლის სტატუსის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10164¹160²5751358170680
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქონლის ადგილწარმოშობ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა