Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებმუხლი 5

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 5. რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის დავებიბრენდის დაცვასავაჭრო ნიშნის რეგისტრაციასაავტორო უფლებების დაცვასაავტორო უფლებების რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.თუ სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, პირს, რომელიც პოტენციურად უფლებამოსილია წარადგინოს რეგისტრაციის შესახებ განაცხადი, მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.

3.სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქონლის მფლობელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

4.სამსახური ვალდებულია, საქონლის შეჩერების დღესვე ან დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც საქონლის მფლობელს გაეგზავნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს (მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში) აცნობოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) საქონლის შეჩერების შესახებ და მიაწოდოს (საჭიროების შემთხვევაში − ელექტრონულად) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის წარდგენა.

5.თუ საქონლის მფლობელი რამდენიმე პირია, სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ პირს მიაწოდოს.

6.რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის დასადგენად სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ (შემდგომ – „საქპატენტი“) ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი ობიექტის რეესტრში ასახული ინფორმაციით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს „საქპატენტს“ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს/უწყებას.

7.ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას შესაჩერებელი/შეჩერებული საქონლის მიმართ განსახორციელებელი სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ.

8.რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია წარადგინოს ელექტრონულად, შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

9.შეჩერებული საქონლის გაშვება ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ვერ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი; ბ) თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, მაგრამ აღნიშნული განაცხადი წარდგენილი არ იქნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და შესაბამისი წესის დაცვით ან სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე; გ) რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის თხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნული განაცხადი შეიცავს ინფორმაციას საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზის თაობაზე.

10.რეგისტრაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახური აგრძელებს საქონლის შეჩერების ვადას 10 სამუშაო დღით და მოთხოვნის შესაბამისად აწვდის მას ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-5 მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებში საგადასახადო კანონმდებლობის მითითება საბაჟო კანონმდებლობით შეიცვალა და დაიხვეწა ცალკეული ფორმულირებები: „შესახებ“, „დადგინდა“, „განაცხადი“ და „საქონლის“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნაწარმის რეგისტრაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების აღსრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებების რეგისტრაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 თებ. 2024 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2019
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 11მუხლი 4მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 6რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება
  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება
  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 78საქონლის დროებით შენახვის დასრულება
  • 70საბაჟო ზედამხედველობა
  • 116საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 62სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 21სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება
  • 25რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება
  • 29მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 7ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
122125296247101196787011675
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…საქონლის ადგილწარმოშობ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 თებ. 2024 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026