ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 12. დაწესებულების პასუხისმგებლობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 12 აგვ. 2011

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა.

2.დაწესებულება ვალდებულია აუნაზღაუროს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი, თუ ამ შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ დაწესებულებამ მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობანი, მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები დაწესებულების მონაწილეობით.

4.დაწესებულებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 17 აგვ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 5 სექ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47208209401917204131013512
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო გზების შე…საქართველოს ზოგადი ადმ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა