1.საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.
2.საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.
3.საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
4.თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №21 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტია შესაბამისი მუნიციპალიტეტები.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.