საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 54. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირისთვის კომერციული მიზნებისთვის ტყის ფართობის გადაცემით.

2.პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

3.ტყის მართვის ორგანომ პლანტაციური მეურნეობა შეიძლება მოაწყოს შემდეგი მიზნით: ა) ტყის მიწაზე ტყის მერქნიან სახეობათა გაშენებით ეროზიული და მეწყრული პროცესების შესაჩერებლად; ბ) ტყის ენერგეტიკული პოტენციალის გასაზრდელად; გ) ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად.

4.პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყის მერქნიანი სახეობების შერჩევა და მოპოვებული მერქნული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება შესაბამისი პლანტაციური მეურნეობის მართვის გეგმის საფუძველზე. პლანტაციურ მეურნეობაში ინვაზიური სახეობების გამოყენება აკრძალულია.

5.პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირისთვის კომერციული მიზნებისთვის ტყის ფართობის გადაცემით. 2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. 3. ტყის მართვის ორგანომ პლანტაციური მეურნეობა შეიძლება მოაწყოს შემდეგი მიზნით: ა) ტყის მიწაზე ტყის მერქნიან სახეობათა გაშენებით ეროზიული და მეწყრული პროცესების შესაჩერებლად; ბ) ტყის ენერგეტიკული პოტენციალის გასაზრდელად; გ) ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად. 4. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყის მერქნიანი სახეობების შერჩევა და მოპოვებული მერქნული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება შესაბამისი პლანტაციური მეურნეობის მართვის გეგმის საფუძველზე. პლანტაციურ მეურნეობაში ინვაზიური სახეობების გამოყენება აკრძალულია. 5. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2456592285556532417154
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…კანონი საქართველოს საბ…წიაღის შესახებსატყეო მეურნეობის მართ…მტირალას ეროვნული პარკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა