1.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად); ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად; გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად; დ) სამეცნიერო მიზნებისათვის; ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას; ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას; ზ) თუ საქართველოს ტყეში არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები; თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები; ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.
2.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად.
2¹.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს სააგენტო. 2 2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.
2³.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო. საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1917-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1657 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი VIII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში:ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად);ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად;გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად;დ) სამეცნიერო მიზნებისათვის;ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას;ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას;ზ) თუ საქართველოს ტყეში არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი,ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად.21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს სააგენტო.22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.23. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1917-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.227საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №462– ვებგვერდი, 05.04.2013წ.საქართველოს 2017 წლის 7დეკემბრისკანონი №1657–ვებგვერდი, 14.12.2017წ.საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.საქართველოს 2025 წლის 2 ივლისისკანონი №935–ვებგვერდი, 07.07.2025წ.თავი VIII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №21 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2018
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
2¹ პუნქტში წერილობითი თანხმობის სიტყვები წინადადებაში სხვა ადგილას გადაიტანეს, ხოლო თანხმობის გამცემი სამინისტროს სახელწოდება გახდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მე-3 პუნქტში მეცნიერებათა აკადემიის კომისიისთვის მიმართვის წესი შეიცვალა ნორმით, რომლის მიხედვითაც „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებენ ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, 2² და 2³ პუნქტებში გადაწყვეტილების მიმღებად საქართველოს მთავრობის ნაცვლად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა განსაზღვრული, ხოლო რეკომენდაციის წარდგენა და მომზადება გადაწყვეტილების მიღებით შეიცვალა; ამოღებულია ცვლილების შემტანი ინსტრუქციის ნაშთიც.
24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, ხოლო 2¹–2³ პუნქტებით დადგინდა პროცედურა: ერთობლივი კომისიის დასკვნა, სამინისტროს რეკომენდაცია და მთავრობის გადაწყვეტილება.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ცხოველთა სამყაროს შესა…დაცული ტერიტორიების სი…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა