„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 13. ინსპექტირების დაწყების საფუძვლები
1. შრომის ინსპექციის სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს: ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; გ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი.
