გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 23¹. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

2.გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება − გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №795 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 მარ. 2021 – 4 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306²1876989¹79⁸1736373423172423¹
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა