ლექსიკონი

პირი

კანონში განსაზღვრული 22 განმარტება

წყაროები:ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ · მუხლი 3სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ · მუხლი 2ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ · მუხლი 3ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ · მუხლი 2საინვესტიციო ფონდების შესახებ · მუხლი 2უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ · მუხლი 2სახელმწიფო შესყიდვების შესახებ · მუხლი 3საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 8საქართველოს საგადასახადო კოდექსი · მუხლი 12საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ · მუხლი 2კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 1მიკრობანკების საქმიანობის შესახებ · მუხლი 2ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ · მუხლი 2სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ · მუხლი 2ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ · მუხლი 2კონკურენციის შესახებ · მუხლი 3გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ · მუხლი 3სამრეწველო ემისიების შესახებ · მუხლი 2ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ · მუხლი 2ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ · მუხლი 2მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2ქონების ლეგალიზების შესახებ · მუხლი 3

ფიზიკუ რი ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ითვალისწინებს ჯიშების გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში მომსახურების გაწევას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის

ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სხვა სახელმწიფო ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები

ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ფონდი), რომელიც არ არის იურიდიული პირი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი), რომელიც იურიდიული პირი არ არის

როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს

ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად

ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)