მუხლი 153. ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები
1. ნებადართული აქციები განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალური რაოდენობით.
2. გამოშვებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და რომლებიც განთავსების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობით უნდა იქნეს განთავსებული და გადახდილი.
3. განთავსებულ აქციად მიიჩნევა აქცია, რომელიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და რომელსაც ფლობს აქციონერი ამ კანონის 162-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
