მუხლი 157. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება
1. ნომინალური ღირებულების მქონე აქციები შეიძლება კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისი ცვლილებით.
2. ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები შეიძლება კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს მათი რაოდენობის შესაბამისი ცვლილებით.
3. აქციების კონსოლიდირების ან დანაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სხვადასხვა კლასის აქციების არსებობის შემთხვევაში საჭიროა აგრეთვე კაპიტალის იმ ნაწილის მფლობელთა 3/4-ის უმრავლესობის თანხმობა, რომელზედაც მისაღები გადაწყვეტილება ახდენს გავლენას.
4. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება ხდება სააქციო საზოგადოების კაპიტალში თითოეული აქციონერის წილის შენარჩუნების პირობით.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
