მუხლი 216. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე
1. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ირჩევს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. თუკი კანდიდატები თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება მათ შორის უხუცესი კანდიდატი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს და წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს სააქციო საზოგადოების სხვა ორგანოებთან, თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებთან ურთიერთობებში.
3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სისტემატურად ჰქონდეს ურთიერთობა სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოსთან, განიხილოს მასთან სააქციო საზოგადოების განვითარების სტრატეგია და მოსალოდნელი რისკები.
4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების საქმიანობაზე, აგრეთვე მოსალოდნელი შედეგების შეფასება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს მისი არყოფნის ან მის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.
6. წესდებით შეიძლება განისაზღვროს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დამატებითი უფლებამოსილება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
