მუხლი 236. წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან
1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან.
2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ კოოპერატივის წევრმა ბრალეულად დაარღვია მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რითაც კოოპერატივს ზიანი მიაყენა.
3. კოოპერატივიდან წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს საერთო კრება.
4. კოოპერატივიდან გარიცხულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის 235-ე მუხლით დადგენილი წესით.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
