1.მაცნეში ნორმატიული აქტები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები ქვეყნდება მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.
2.ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნების საფასური განისაზღვრება დანართი №1-ის 1.1 ცხრილით.
3.მაცნე უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ საფასურის გადახდის გარეშე ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ისეთი დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნება არ არის სავალდებულო კანონმდებლობით.

