1.მაცნეს მომსახურების საფასურებია: ა) მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური (დანართი №1-ის 1.2 ცხრილით); ბ) ტექსტის თარგმნისა და ნათარგმნი ტექსტის რედაქტირების (ინგლისური ენიდან ქართულზე ან პირიქით) საფასური (დანართი №1-ის 1.3 ცხრილი); გ) ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირების საფასური (დანართი №1-ის 1.4 ცხრილი); დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი აქტების სისტემატიზაციის საფასური (დანართი №1-ის 1.5 ცხრილი); ე) სამართლებრივი აქტების, მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციისა და პერიოდული გამოცემების ბეჭდვის საფასური (დანართი №1-ის 1.6 ცხრილი).
2.მაცნეს თავმჯდომარეს უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი.
3.ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული და საინფორმაციო დოკუმენტების გაცნობა უფასოა.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №186 განკარგულებით გათვალისწინებულ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მაცნესთვის გათვალისწინებულ ვალდებულებებზე; ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პერიოდული სამეცნიერო გამოცემის ‒ სამართლებრივი ჟურნალის ბეჭდვისთვის.
5.ამ წესით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისთვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

