Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებმუხლი 16

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 16. რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანით.

2.მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს თანხების გადანაწილება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ  დამტკიცებული წესის შესაბამისად.

3.მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.

4.შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ  წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

5.ავტონომიური რესპუბლიკის  აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

6.საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

7.ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო განსაზღვრავს ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და  „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში.

8.მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა აცნობოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

9.ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები (მათ შორის ახალი ღონისძიების დამატება) შესაძლებელია განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-ისა.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-16

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 8პროგრამული ბიუჯეტი
  • 32რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა
  • 31ასიგნებები რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიუღებლობის შემთხვევაში

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 92ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაშ ი
  • 31ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში
  • 69მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაშ ი

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 49⁴ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 25ასიგნებების გადანაწილება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 52ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 30თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 19საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 32აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5249⁴9231693032632831192516
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს დედაქალაქი…აჭარის ავტონომიური რეს…ზოგადი განათლების შესა…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ივნ. 2023