საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 19. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების – „54 01 – საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „54 02 – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „54 03 – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“, „54 04 – ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები“, „54 09 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“, „54 10 – საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საოპერაციო ხარჯებისა და სხვა ვალდებულებების თანადაფინანსება“, „54 12 − საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში“, „54 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ და „54 14 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები“ − პროგრამების საბიუჯეტო სახსრების განკარგვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

2.ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „54 12 − საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში“ და „54 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ − პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42789¹3131012¹121610212019
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს 2026 წლის …ადგილობრივი თვითმმართვ…სოფლის მეურნეობისა და …ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა