კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის საადგილმამულო დავას წყვეტენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის საადგილმამულო დავას წყვეტენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისსახალხო დეპუტატთასაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 139. საქართველოს სს რესპუბლიკის საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე დავის გადაწყვეტა სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საქართველოს სს რესპუბლიკის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების დავას სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხზე განიხილავს კომისია, რომელიც იქმნება დაინტერესებული მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე. თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე, დავის განხილვა ექვემდებარება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 140. ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დავის გადაწყვეტა მეორე ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციული, საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დავას მეორე ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიწით სარგებლობის საკითხის შესახებ განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნიან დაინტერესებული ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებისაგან თანაბარ საწყისებზე, იმ შემთხვევაში თუ კომისია ვერ მიიღებს შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, დავას აღნიშნულ საკითხებზე განიხილავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 მუხლი 141. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთ ა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას საქართველოს სსრ სხვადასხვა რაიონების და ქალაქების კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის საადგილმამულო დავას განიხილავს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის სხვადასხვა რაიონისა და ქალაქის კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს შორის საადგილმამულო დავას განიხილავენ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
30 ივნ. 1981 – 31 დეკ. 1987ტექსტი უცნობია
30 ივლ. 1971 – 31 ივლ. 1978ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …საქართველოს ადმინისტრა…სასოფლო-სამეურნეო დანი…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა