სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით . სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და დაწესებულებების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს (მოადგილეს), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს), ქალაქებისა და რაიონების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2382 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.221 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2291 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.111
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 221. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №303 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 4 ივნ. 2003
221-ე მუხლში სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების განსჯადობა 43-ე მუხლის პირველ ნაწილზეა შეზღუდული, ხოლო სახდელის დადების უფლებამოსილ ექიმთა ჩამონათვალი ახლებურადაა აღწერილი.
221-ე მუხლში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების განსჯად მუხლებს 43-ე და 44-ე მუხლებთან ერთად დაემატა 44¹ მუხლი.
221-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: განსახილველი საქმეები შემოიფარგლა 43-ე და 44-ე მუხლებით, უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალი საქართველოს სანიტარიულ ექიმებზეა მიბმული, ჯარიმის ზღვრები ამოვარდა; დაემატა 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტის მითითება.
221-ე მუხლში 44-ე მუხლის რკინიგზის გამონაკლისი ამოღებულია და პირველ პუნქტში საჰაერო ტრანსპორტზე სანიტარიული წესების დარღვევისთვის ცალკე ჯარიმის ზღვრები დაემატა.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250
მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

