კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 54. მიწათსარგებლობის საზღვრებისა და ოდენობის შეცვლა მეურნეობათა შეერთების ან გაყოფის დროს

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების და ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-საცდელი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებების დადგენილი წესით შეერთების დროს მათი მიწის ნაკვეთები სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით გაერთიანდება ერთიან მიწის მასივად, რომელიც მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით მიემაგრება ახლად შექმნილ მეურნეობას. ჩამოთვლილი მეურნეობების დადგენილი წესით გაყოფის შემთხვევაში მათ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთები სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დანაწილდება ახლად შექმნილ მეურნეობებს შორის, და მიემაგრება მათ მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
914601461177078466531026854
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს სამოქალაქო…მიწის მიზნობრივი დანიშ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…სასოფლო-სამეურნეო დანი…ბინათმესაკუთრეთა ამხან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა