კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 68. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის სარგებლობაში მიცემის წესი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის ორგანიზაციებს და საწარმოებს (კოლმეურნეობათაშორის მეფრინველეობის ფერმებს, გამოსაკვებ პუნქტებს და ა. შ.) მიწის ნაკვეთები მიეცემათ იმ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით, რომლის მიწაზეც არსდება საწარმო ან ორგანიზაცია. ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლმეურნეობათაშორის საწარმოებს და ორგანიზაციებს (კოლმეურნეობათაშორის სამშენებლო ორგანიზაციებს, სამშენებლო მასალების საწარმოებს და ა.შ.) მიწის ნაკვეთები გაერთიანების მონაწილე კოლმეურნეობათა მიწებიდან მიეცემათ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მიწების გამოყოფის საერთო წესის მიხედვით. კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციულ საწარმოებს და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები აგრეთვე შეიძლება მიეცეს სახელმწიფო მარაგის, სახელმწიფო ტყის ფონდის და სხვა მიწებიდან საერთო საფუძველზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თ ა ვ ი XIV არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივლ. 1971 – 31 დეკ. 1987 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³710141769841186710268
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…სასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის მიზნობრივი დანიშ…საჯარო რეესტრის შესახე…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა