კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 7. სსრ კავშირის კომპეტენცია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში სსრ კავშირის გამგებლობას მიეკუთვნება:

1)ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია სსრ კავშირის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად;

2)მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის ძირითად დებულებათა დადგენა;

3)ქვეყნის მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების პერსპექტიული გეგმების დადგენა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად;

4)მიწის მელიორაციის საერთო-საკავშირო ღონისძიებათა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების სხვა ღონისძიებათა გეგმების დადგენა, აგრეთვე ეროზიისაგან, დამლაშებისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის ძირითად დებულებათა დადგენა;

5)მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი და მისი განხორციელების წესის დადგენა;

6)სსრ კავშირისათვის მიწების სახელმწიფო აღრიცხვის, მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიანი სისტემისა და მიწის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;

7)სსრ კავშირის მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენის, წესის დადგენა;

8)მიწების გამოყენებისა და დაცვის დარგში საერთო-საკავშირო მნიშვნელობის სხვა საკითხების მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგების დარგში სსრ კავშირის გამგებლობას მიეკუთვნება: 1) ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის განკარგვა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია სსრ კავშირის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად; 2) მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის ძირითად დებულებათა დადგენა; 3) ქვეყნის მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების პერსპექტიული გეგმების დადგენა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად; 4) მიწის მელიორაციის საერთო-საკავშირო ღონისძიებათა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების სხვა ღონისძიებათა გეგმების დადგენა, აგრეთვე ეროზიისაგან, დამლაშებისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის ძირითად დებულებათა დადგენა; 5) მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი და მისი განხორციელების წესის დადგენა; 6) სსრ კავშირისათვის მიწების სახელმწიფო აღრიცხვის, მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიანი სისტემისა და მიწის კადასტრის წარმოების წესის დადგენა; 7) სსრ კავშირის მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენის, წესის დადგენა; 8) მიწების გამოყენებისა და დაცვის დარგში საერთო-საკავშირო მნიშვნელობის სხვა საკითხების მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციისა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3567101758198127
მნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს კონსტიტუცი…საავტომობილო გზების შე…სასოფლო-სამეურნეო დანი…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა