Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებმუხლი 3

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:უძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობა (D5)სახლები და მიწის ნაკვეთები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

1¹.იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი .

2.საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; [ ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის; პ) საძოვარი.

3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

4.„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია და სპორადული რეგისტრაცია) ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №88 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.100 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1941 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.246 საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2887 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.117 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3517 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3889 - სსმ I, №67, 09.12.2010წ., მუხ.417 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6379 - ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5157 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5964 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6953-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3428 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. 1 1 . იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი . 2. საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; [ ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის; პ) საძოვარი. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია და სპორადული რეგისტრაცია) ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5993 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.26 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №88 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.100 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1941 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.246 საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2887 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.117 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3517 - სსმ I, №48, 09.08.2010წ., მუხ.318 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3889 - სსმ I, №67, 09.12.2010წ., მუხ.417 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6379 - ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1248 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5157 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5501 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5964 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6953-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3428 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  3. 28 ივლ. 2020

    მე-2 პუნქტიდან ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწის შესახებ, ხოლო მე-3 პუნქტში თბილისის „ტერიტორია“ შეიცვალა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

  4. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2019

    მე-2 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „პ“ ქვეპუნქტი — საძოვარი; მე-4 პუნქტში განახლდა რეგისტრაციის კანონის დასახელება და რეგისტრაციის ფორმად სისტემურთან ერთად სპორადული რეგისტრაციაც დასახელდა.

  5. 1 სექ. 2016· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016

    მე-3 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის წესის შესახებ; ამოღებულია სათაურის ტექსტი „რეგულირების სფერო“.

  6. 8 ოქტ. 2013

    მე-3 პუნქტში მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონების განმსაზღვრელი აქტის სახელწოდება „ბრძანებულებიდან“ „დადგენილებად“ შეიცვალა.

  7. 15 ივნ. 2012
  8. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 9 დეკ. 2010

    მე-3 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის მიხედვითაც არსებითი შემადგენელი ნაწილის გასხვისებისას მისთვის მისაკუთვნებელ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

  9. 9 აგვ. 2010

    „ლ“ ქვეპუნქტში, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთებს ეხება, პრივატიზებას დაქვემდებარების განმსაზღვრელი კანონის სახელწოდებიდან ამოღებულია პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის აღმნიშვნელი ნაწილი; ახლა მითითებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.

  10. 22 აპრ. 2010

    მე-3 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც თბილისში მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწას აღიარების სფეროში შეიყვანს.

  11. 19 ნოე. 2009

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში შეიცვალა მითითებული კანონის სათაური („პრივატიზების“ დაემატა სახელმწიფო ქონებასთან) და ფრაზა „ქონება“ ჩამოყალიბდა როგორც „ქონებაც“.

  12. 26 დეკ. 2008· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-3 მუხლში რეგულირების სფერო გავრცელდა სარგებლობაზე და რამდენიმე ორგანოზე, მე-2 პუნქტის გამონაკლისები ეხება მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწას, ხოლო ჩამონათვალი გადაინომრა და განახლდა.

  13. 14 ივლ. 2008

    მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შემოიფარგლა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით გამონაკლისით, დაემატა „ბ 1“ ქვეპუნქტი სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის შესახებ, „გ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისები დაცული ტერიტორიისთვის, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში დაცული ტერიტორია შეიცვალა დენდროლოგიური პარკითა და ბოტანიკური ბაღით.

  14. 25 მარ. 2008

    მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში რეკრეაციული დანიშნულების მიწების ჩამონათვალს დაემატა გამონაკლისი პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწის შეძენის იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №25

  • 14 ცვლილება · ბოლო 20 ივლ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 1კანონის მიზანი
  • 2ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო
  • 3სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 6⁷1

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 19საკუთრების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235¹12426⁷1191113
მითითებამნიშვნელობით ახლოსფიზიკური და კერძო სამა…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო საკუთრებაში…ადგილობრივი თვითმმართვ…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026