“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

მუხლი 8. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები 1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 8 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, დანიშვნის პროცედურის შეჩერებას, გაანგარიშებას, შეწყვეტას, განახლებას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას), აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას; გ) სტატისტიკის წარმოებას.

2.სააგენტო უფლებამოსილია: ა) გადაამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა ცვლილებების გამოსავლენად); ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნის პროცედურის შეჩერების, შეწყვეტის, შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების და/ან ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ; დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა  საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის.

3.სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
461771679123 (და…165114¹548
მნიშვნელობით ახლოს“მიზნობრივი სოციალური …შრომითი მოვალეობის შეს…დასაქმების ხელშეწყობის…სოციალური დახმარების შ…სამედიცინო-სოციალური ე…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა