სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 2. პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

რედაქცია №32

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზე­ბული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მაძიებელთან/პენსიონერთან მიმოწერა განახორციელოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავ ე.

3.სააგენტო პენსიის ადმინისტრირების პროცესში, პენსიის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის, ან დანიშნული პენსიის გაცემის, გადაანგარიშების, შეჩერების, შეწყვეტის, განახლების საფუძვლ(ებ)ის არსებობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფს მაძიებლის/პენსიონერის პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას. პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება მოიცავს როგორც სააგენტოს მიერ წარმოებული ელექტრონული ბაზების ურთიერთშედარებას, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს   ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 19.04.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 19.09.2025წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
339102 (და…7783 (და…3 (და…54512
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო პენსიის შეს…სოციალური დახმარების შ…შრომითი მოვალეობის შეს…“მიზნობრივი სოციალური …სოციალური პაკეტის განს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა