Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

3 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 19 დეკ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 2

1.პირი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა უფლებამოსილმა პირმა და ეს დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა ან/და საურავი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 3

პირი გათავისუფლდეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M 1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.

მუხლი 4

1.შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2.შესაბამისმა ორგანომ: ა) არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა; ბ) შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა; გ) ძალადაკარგულად გამოაცხადოს დადგენილება, რომლითაც პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმა) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილი, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა და აღნიშნული დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.

3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდება ამ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე: ა) შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება; ბ) არ დაიწყოს ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

5.ამ კანონით განსაზღვრულ პირს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან), შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ან/და სათანადო ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.

მუხლები დასაწყისში