Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებმუხლი 20

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 20. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 90,000.0 ათასი ლარის ოდენობით.

2.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 760,000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას და მისი განკარგვის წესს.

4.საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში.

5.მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვროს 20,000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 20,000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებით ჩამოჭრილი თანხები ასახოს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით გათვალისწინებულ ასიგნებებში.

7.საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 დეკ. 2025

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 28სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები
  • 29საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი
  • 67მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 99მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 13რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
  • 15ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 8მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 15სარეზერვო ფონდი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 29სარეზერვო ფონდი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 14სარეზერვო ფონდი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 14სარეზერვო ფონდი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 14სარეზერვო ფონდი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2829672914149914815131520
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…მაღალმთიანი რეგიონების…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2025 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026