საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 125. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; დ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; ე) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; ვ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები – მერები; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; თ) მოსამართლეები; ი) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; მ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; ნ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საწინააღმდეგო შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, ის უქმდება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; დ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; ე) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; ვ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები – მერები; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; თ) მოსამართლეები; ი) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; მ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; ნ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საწინააღმდეგო შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, ის უქმდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
394823³131622072061913112714211125
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა