Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 207

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 207. თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილება უწყდება.

2.„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.

3.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ იგი ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

4.პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

5.პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6.პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომიტეტი ამოწმებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. იგი უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება. შესაბამისი კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75 19 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“−„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №831 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენერალური აუდიტორის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი მის გადადგომას ცნობად იღებს, რაც ფორმდება პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. გენერალური აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის დღიდან. [ 1. გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტს და გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ გენერალური აუდიტორის წერილობითი განცხადების პარლამენტისთვის წარდგენის მომენტიდან გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილება უწყდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 2. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ იგი ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან. 4. პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 5. პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომიტეტი ამოწმებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. იგი უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება. შესაბამისი კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75 19 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“−„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №831 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
რედაქციების შედარება

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
  2. 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 206შემდეგი მუხლი 208

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-12
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სახალხ… 10საერთო სასამართლოე… 48საერთო სასამართლოე… 75¹⁹მუხლი 10მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 206იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
  • 23პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს ი
  • 204იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 162ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 11გენერალური აუდიტორის ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 48იმპიჩმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 11ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადადგომა

პროკურატურის შესახებ

  • 17გენერალური პროკურორის ვადამდე გათავისუფლების და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 18მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 125საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1148101624875¹⁹11181721104820623204207
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახალხო და…საერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026