1.თუ ბრალდების მხარე აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, იგი ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
2.თუ დაცვის მხარეს სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება და არ არსებობს ამ კოდექსის 144-ე მუხლის 3
2
−3
5
ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები, ბრალდების მხარე აღნიშნულ მასალას დაცვის მხარეს გადასცემს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
3.თუ ბრალდების მხარე არ აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან თუ დაცვის მხარეს არ სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ესაჭიროება ამ მასალის დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ბრალდების მხარე ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს/გააცნოს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით.
4.თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის შესაბამისი მასალის გადაცემას/გაცნობას აჭიანურებს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მისთვის აღნიშნული მასალის ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით გადაცემის/გაცნობის შესახებ. ეს შუამდგომლობა განიხილება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ბრალდების მხარე აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, იგი ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.2. თუ დაცვის მხარეს სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება და არ არსებობს ამ კოდექსის 144-ე მუხლის 32−35ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები, ბრალდების მხარე აღნიშნულ მასალას დაცვის მხარეს გადასცემს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.3. თუ ბრალდების მხარე არ აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან თუ დაცვის მხარეს არ სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ესაჭიროება ამ მასალის დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ბრალდების მხარე ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს/გააცნოს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით.4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის შესაბამისი მასალის გადაცემას/გაცნობას აჭიანურებს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მისთვის აღნიშნული მასალის ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით გადაცემის/გაცნობის შესახებ. ეს შუამდგომლობა განიხილება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №110 · ძალაშია 23 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
3 ნოე. 2009 – 23 ოქტ. 2019მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის სფერ…ელექტრონული კომუნიკაცი…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა