Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 144

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მოწმის წარმომადგენლობა და დაცვააუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³3⁴3⁵4567

1.თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.

2.ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.

3.თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირს უკრძალავს მისგან ნიმუშის აღების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/6/1846 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

3¹.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.

3².პირველადი გამოკვლევის ფარგლებში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტი ადგენს საექსპერტო კვლევის ობიექტზე ექსპერტიზის მრავალჯერადად ჩატარების შესაძლებლობას.

3³.თუ ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ექსპერტმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს.

3⁴.ამ მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს.

3⁵.პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს გადაეცემა ამ კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.

4.ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.

5.ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

6.დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით მოითხოვოს მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება.

7.გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ექსპერტიზა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი საპროცესო მოქმედების სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე ჩატარება დაშვებულია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სამართლით. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/6/1846 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა. 2. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით. 3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირს უკრძალავს მისგან ნიმუშის აღების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/6/1846 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. 3 1 . ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია. 3 2 . პირველადი გამოკვლევის ფარგლებში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტი ადგენს საექსპერტო კვლევის ობიექტზე ექსპერტიზის მრავალჯერადად ჩატარების შესაძლებლობას. 3 3 . თუ ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ექსპერტმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს. 3 4 . ამ მუხლის 3 3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს. 3 5 . პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს გადაეცემა ამ კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით. 4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. 5. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება. 6. დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით მოითხოვოს მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება. 7. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ექსპერტიზა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი საპროცესო მოქმედების სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე ჩატარება დაშვებულია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სამართლით. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/6/1846 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ივნ. 2025
წინა მუხლი 143⁹შემდეგი მუხლი 145

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ექსპერტ-მოწმეები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექსპერტ-მოწმის წარმომადგენლობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასამართლო-ბუღალტრული ექსპერტიზა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

5
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-26
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 146მუხლი 46

მიუთითებენ მასზე

მუხლი 83¹მუხლი 145მუხლი 148მუხლი 149მუხლი 154

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 52ექსპერტის უფლება-მოვალეობანი
  • 146ექსპერტის დასკვნა
  • 147ნიმუშის აღება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 162ექსპერტიზის დანიშვნა
  • 166ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში
  • 169ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 257ექსპერტი

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 86განცხადებაში ან საჩივარში მოყვანილი გარემოებების ექსპერტიზა

არბიტრაჟის შესახებ

  • 34ექსპერტის დანიშვნა და აცილება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 42¹გამოგონების პატენტის ხელახალი ექსპერტიზა
  • 35არსობრივი ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86257162166169341464683¹14514814915452147144
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…არბიტრაჟის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026